აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ციტრუსის მიმღებ-გადმამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე მოადგილეებთან ერთად, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა და აღნიშნული საწარმოების ჩართულობა იყო, ასევე მზადყოფნა ციტრუსის დამზადების პროცესისთვის.
შეხვედრაზე განხილული იქნა ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხები. ასევე, ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნებსა და რეგიონში მოქმედ შემფუთავ საწარმოებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი.
,,მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს სავარაუდოდ 35-40 ათას ტონას. არასტანდარტული მანდარინის პრობლემა მოხსნილია, იმდენად რამდენადაც არსებული საწარმოების სიმძლავრე შეუფერხებლად მიიღებს და გადამუშავებს არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 20000 ტონას. ასევე მოხდება პოლიეთილენის ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. საექსპორტოდ განკუთვნილ ტარა მასალას ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 20 000 ტონის გადატვირთვის უზრუნველყოფა. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 3 000 ტონა ციტრუსის შენახვა’’. – განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები