ახალგაზრდობის სააგენტომ, ჩხოროწყუში,სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება – „მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა“ დაიწყო
ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალაგზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ჩხორორწყუს მუნიციპალიტეტი.
დღეს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ეწვია, მხარეებმა ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
სააგენტოს რეფორმის ფარგლებში წელს ჩხოროწყუშიც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.
ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციიები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.
დამატებით 4 უნიციპალიტეტში მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას სააგენტო მშიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის “გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში ნერგავს.
სამწლიანი რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდული პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.