პარტია „ქართული ოცნების“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მაცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
ირაკლი ქადაგიშვილი ამომრჩეველს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, საარჩევნო ბუკლეტები გადასცა და მათი პრობლემების შესახებ ინფომაცია ინდივიდუალურად მოისმინა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოქმედი მთავრობის მმართველობის პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა.
“კარდაკარ შეხვედრები გვაქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში.
კარდაკარს თავისი ხიბლი ახლავს ხოლმე იმიტომ, რომ ადამიანებთან კონკრეტულად პირადი შეხება გვაქვს.
ძირითადად მოსახლეობა დადებითად გვხვდება,აფასებს იმას, რაც კეთდება მუნიციპალიტეტისთვის და სოფლისთვის”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.