წალკაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

SSUCv3H4sIAAAAAAAACpyRz27DIAzG75P2DhHnRmr+NumrVDs4QBJUAhWQTVPVd5+BUHHeDf9sf/Znnp8fRUEmsIKSa/H0EcZCyt06A05ohfh8OrjhinGTE86E00aAzOEEjq4KNo5Q7VJ6/ApJYh243XLrhx2IguMLakT4logb3WJcpERIYgemCDllzO5TYAlF8X91xsdXcgMLV/Q3LJwZMVxyiEZusZTcfxw3W24NdiZ05upbU5C+oMmUH

წალკში, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მანანა მირაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით ინფიცირებულის შვილიშვილს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“ ერთი ახალი შემთხვევა დაგვემატა წალკაში. 75წლამდე მამაკაცი დაინფიცირდა. მის შვილიშვილს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია. მოზარდსაც აღენიშნება სიმპტომები თუმცა ჯერჯერობით მას არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია,ამიტომ ბებია და შვილიშვილი რუსთავის საკარანტინე სივრცეში გადავიდნენ ინფიცირებული კი შესაბამის ინფექციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – განაცხადა მანანა მირაშვილმა.

ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 სექტემბერს დადასტურდა.  ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 8 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები