მალხაზ ჯალაღონიას თქმით, მან მხოლოდ პრესიდან და ჭორის დონეზე იცის თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიდატი, მალხაზ ჯალაღონიას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და ეს მხოლოდ პრესიდან და ჭორის დონეზე იცის.
“რეგიონული კვირის” კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ძმებ ახალაიებს და მეგის ქარდავას დამნაშვეებად, ჯალაღონია პასუხობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც მომავალში ექნება.

,,მე ძმებ ახალაიებს საერთოდ არ ვიცნობდი სიმართლე გითხრათ მე პოლიტიკოსი ახლახანს გავხდი არავარ სამართალდამცავი ორგანოს წევრი ასე , რომ მათ მოღვაწეობას მე ვერ შევაფასებ, მე არ ვიყავი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და არ ვიცი რა ხდებოდა ქვეყანაში ეს ვიცი მე მხოლოდ პრესიდან და ჭორის დონეზე. მაგრამ იმისთვის , რომ ადამიანს შეფასება მივცე მე მჭირდება ინფორმაცია და ეს ინფორმაცია არც ახლა მაქვს და არც შემდეგში მექნება“, – განაცხადა ჯალაღონიამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები