მალხაზ თორია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან წარმომადგენლებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ,,ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის” (ეუთოს) ანინა შნეიდერს და გღეგუა ჰოუელს შეხვდა. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სადამკვირვებლო მისიის წევრებს რეგიონში არსებული ვითარება და წინასაარჩევნო გარემო გააცნო. მალხაზ თორიას განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებს და კანდიდატებს მშვიდ, თავისუფალ, თანაბარუფლებიან გარემოში უწევთ საარჩევნო კამპანიის წარმოება.