ახალქალაქში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა აქციას მართავს

ახალქალაქში, ადგილობრივები ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირებას აპროტესტებენ და  სომხეთის მხარდასაჭერად, მშვიდობიან აქციას მართავენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდა ახალქალაქელებისა, აქციას სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს – ილჰამ ალიევს აკისრებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები