ზაურ დარგალი დაზიანებულ ბანერზე: ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებს აქვს ადგილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით, პარტია „ქარული ოცნების“ საარჩევნო ბანერი, რომელიც ავტობუსის მოსაცდელ კონსტრუქციაზე იყო განთავსებული, დააზიანეს.

მარნეულსა და გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის განცხადებით, საარჩევნო მასალების დაზიანებას სისტემატური, შეგნებული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს, როგორც ქალაქის მასშტაბით, ისე სოფლებში.

“როგორც ხედავთ, ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებს აქვს ადგილი. წუხელ ღამით, დააზიანეს როგორც ჩვენი ბანერი, ისე კერძო საკუთრება. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი ფაქტები უამრავია. პლაკატები დაზიანებულია სოფლებშიც. პირდაპირი დავალებაა გაცემული თავიანთ აქტივისტებზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ ქალაქსა და სოფლებში ჩვენი პლაკატები და ბანერები. ამის მაგალითი გახლავთ წუხელ მომხდარი ვანდალური ფაქტიც, რომელიც მიმართულია, როგორც პარტიის წინააღმდეგ, ისე ქალაქის იერსახის დამახინჯებისკენ. ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე დაწყებულია გამოძიება” , – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები