გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკას კიდევ 53-მა არასრულწლოვანმა მიმართა

გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკა “იავნანას” გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 53-მა არასრულწლოვანმა მიმართა.

ექიმის განცხადებით, პაციენტებს კვლავ იგივე სიმპტომები, დიარეა და პირღებინება აღენიშნებათ. ლია ლაზარაძის თქმით, ამ დროისთვის სტაციონარში 26 პაციენტი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი მათთან კომბინატიდან არიან შესული, ნაწილი კი – სოფლებიდან.

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში დღეს 86 მოსწავლე არ გამოცხადებულა.

“დღევანდელ დღეს გაკვეთილისთვის 86 მოსწავლე არ გამოცხადებულა, მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილები მოწამლულები არიან და სწორედ ამ მიზეზით ვერ მოვიდნენ გაკვეთილებზე”, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები