საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 59 იმერეთს უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დაფიქსირდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, აქედან 209 აჭარაში. ახალი შემთხვევებიდან აჭარაში გამოვლინდა – 348, დაახლოებით 63 პროცენტი, თბილისში – 99, იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში -19, მცხეთა მთიანეთში -10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიასა და კახეთში 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში – 4, ოთხი, ქემო ქართლში – ერთი, სამცხე ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, 4 პაციენტიდან 3 აჭარაში, ხოლო ერთი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.