რესან კონცელიძე ახალგაზრდა ხელოვანებს შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ, სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ბათუმელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატი, ახალგაზრდა ხელოვანებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად შეხვდა.
ხელოვანებთან გამართულ შეხვედრაზე, კულტურის სფეროში არსებულ სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდასაჭერ პროექტებზე, შემოქმედთა კრეატიული იდეებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე გამახვილდა ყურადღება.
„ბათუმი და ბათუმელები, ყოველთთვის გამოირჩეოდა ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიყვარულით. მე ბედნიერი ვარ, რომ ბათუმს ასეთი შემოქმედი, მოტივირებული და ნიჭიერი თაობა ჰყავს. რეგიონში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კულტურის სხვადასხვა მიმართულებების ხელშეწყობისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა. მათ შორის, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ახალგაზრდა ხელოვანების ინტეგრირებისა და მათი ჩართულობისთვის”- განაცხადა რესან კონცელიძემ.
როგორც, საარჩევნო კანდიდატმა შეხვედრის დროს აღნიშნა, ხელოვანებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ თავიანთი შემოქმედების წარმოჩინების, რათა მათი საქმიანობა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს და ბათუმის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით, კიდევ უფრო განვითარდეს.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს, კი, მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმელ ხელოვანებს შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.