ფოთში კორონავირუსი 3 ექთანს დაუდასტურდა

ფოთში კორონავირუსი “ევექსის” კლინკის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა. სამივე მათგანი ექთანია. რეგიონის მასშტაბით 24 საათის მონაცემებით, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სცანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

თორიას ინფორმაციით, გუშინ გამოკვლეულ 309 ბიოლოგიური ნიმუშიდან 17 ტესტის პასუხი დადებითია. მისივე თქმით, რეგიონში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით, ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

“რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან გვაქვს 17 დადებითი პასუხი. აქედან 9 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათ შორის არის 7 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 1 ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტია, რომელიც არსად არ მუშაობს და დიასახლისია, მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი ევექსის კლინიკის თანამშრომლები არიან (კონკრეტულად მედდა). 5 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია – მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდდიის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეება, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში, 133 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები