სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ცნობისთვის, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 41-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ სულ ქვეყანაში 9245 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 4887, ხოლო გარდაცვლილი 58.