ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა, 5 – გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა, 5 – გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ინფექციურში ამ დროისთვის 60 კოვიდდადებითი მკურნალობს.
“24 საათის განმავლობაში დაგვემატა სამი ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა – 5. ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის კლინიკაში 60 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. გვყავს 8 მძიმე და 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტი”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის კოვიდცენტრებში, ამ დროისთვის 300-მდე ინფიცირებული მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები