რატომ გახდა მალხაზ ჯალაღონიას კანდიდატურა ,,ენმ“- ში დაპირისპირების მიზეზი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიდატი, მალხაზ ჯალაღონია პარტიაში შიდა დაპირისპირების მიზეზი გახდა. ჯალაღონიას კანდიდატურას აქტივისტების ნაწილი, ყოფილ საოლქო პროკურორთან როლანდ ახალაიასთან კავშირის გამო ეწინააღმდეგება.
სოფელ კახათში, გამართულ შეხვედრაზე მალხაზ ჯალაღონიამ ,,რეგიონულ კვირას“ ინფორმაცია მის კანდიდასტურასთან დაკავშირებით პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ნაწილობრივ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის შერჩევის პროცესში ჩართული არ იყო. ჯალაღონია აცხადებს, რომ განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა და მან გადაწყვეტილების შესახებ, წარდგენამდე 20 საათით ადრე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისგან გაიგო.
,,მე რამდენადაც ვიცი იყვნენ სხვადასხვა კანდიდატები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ მე რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა არაფერი არ ვიცი იმიტომ, რომ გავიგე 20 საათით ადრე“, – აცხადებს ჯალაღონია.
მალხაზ ჯალაღონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა როლანდ ახალაიასთან გამართული კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა. ის იქვე ადასტურებს, რომ მათი ოჯახები მეგობრობენ, მაგრამ გადაწყვეტილება ამჯერად, ახალაიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე ბოლოს მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში დაასახელა, კანდიდატურებზე შეუთანხმებლობას პარტიის ლიდერებიც ადასტურებდნენ. პარტია აქტიურად განიხილავდა ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას კანდიდატურას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები