ზაზა ლომინაძე: ჩემი მიზანია თითოეული ქუთაისელის ინტერესი დავიცვა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლოებას კარდაკარის პრინციპით ხვდება. კანდიდატი ამჯერად ხუნდაძის ქუჩაზე იმყოფებოდა და ადგილობრივებს პირადად გააცნო ის პროგრამები და პროექტები რომელსაც სახელისუფლებო გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.

,,სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურა და სახელისუფლებო გუნდის სამომავლო გეგმები. ამ საკითხებზე დღეს პირადად ვესაუბრე ხუნდაძის ქუჩის მცხოვრებლებს. ჩემი მთავარი მიზანია ყველა ქუთაისელის ოჯახში მივიტანო ჩემი სათქმელი და თითოეული ქუთაისელის ინტერესი დავიცვა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. წინ ბევრი გამოწვევაა თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები