ზუგდიდის მერი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისი თქმით მართალია, კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა განათლების სისტემა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ მასწავლებლებმა ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი და მოახერხეს სასწავლო პროცესის უწყვეტად შენარჩუნება.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა შრომისთვის და იმ შეუფასებელი ღვაწლისთვის, რომელსაც თქვენ დებთ ქვეყნის ნათელი და წარმატებული მომავლისთვის. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულ თაობებს უზრდიან. მართალია, კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა განათლების სისტემა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ თქვენ ძალიან ღირსეულად გაართვით თავი და მოახერხეთ სასწავლო პროცესის უწყვეტად შენარჩუნება, ონლაინ პლატფორმაზე გადასვლა. მე პედაგოგების ოჯახიდან მოვდივარ და მესმის, რამდენ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს ეს პროფესია, მითუმეტეს, პანდემიის ფონზე. ქვეყნის განვითარებისთვის სკოლის მასწავლებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიაა. სახელმწიფო განათლების სისტემას, ყველა ახალგაზრდას თუ ღვაწლმოსილ პედაგოგს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ყოველწლიურად უმჯობესდება როგორც სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასწავლო ინფრასტრუქტურა, ისე განათლების ხელმისაწვდომობა და პედაგოგთა სოციალური პირობები. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებს გიორგი შენგელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები