ჭიათურის მერმა 102 წლის პედაგოგს მასწავლებლის დღე მიულოცა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგს, 102 წლის გალინა დეკანოიძეს სახლში ეწვია, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
„ქალბატონი გალინა გამორჩეული პიროვნება და ღვაწლმოსილი პედაგოგი გახლდათ,რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.იგი ათეული წლები იღწვოდა საგანმანათლებლო სფეროში.
ვულოცავ ქალბატონ გალინას და ყველა პედაგოგს, მოქმედს და ვეტერანს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ წარმატებებს“, – აღნიშნა ჭიათურის მერმა.
გალინა დეკანოიძემ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე-1942 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ჩხირაულის სკოლის დირექტორად დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა წლებში სოფელ პერევისის და ხრეითის სკოლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
მინიჭებული აქვს რესპუბლიკის საპატიო პედაგოგის წოდება. როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი და აქტიური საზოგადო მოღვაწე არჩეულია ჭიათურის საპატიო მოქალაქედ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები