ბოლნისის სასამართლომ “ნაცმოძრაობის” წევრს აღკვეთის სახით, 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლაშა ქველაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ქველაძის ადვოკატის დიანა მარტიაშვილის განაცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
“სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, პროკურატურას 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა, ხოლო ჩვენ ვითხოვდით, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიება არ გამოეყენებინა”, – განაცხადა დიანა მარტიაშვილმა.
შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ჩაიხანსთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე არიან დაკავებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები