ზემო ქვალონში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სასოფლო ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 30906 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტირებული ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას კომფორტულ გარემოში გაუწევს.
ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს 6 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვემო ქვალონისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიების რეაბილიტირება.