“სოფელ ბაბანეურში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ცენტრალურ გზას ვაკეთებთ” – ირაკლი ქადაგიშვილი

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა.
ქადაგიშვილმა საზოგადოების მხრიდან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც სოფლის განვითარებას ხელს შეუწყობს.
,,აღსანიშნავია ის, რომ ეს პატარა სოფელია. თავის დროზე აქ, კერძო მეწარმემ, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით ბაბანეურის ღვინის მარანი და სასტუმრო შექმნა, რომელმაც ახალი სიცოცხლე შემოიტანა ამ სოფელში და სწორედ ამას შემდგომ მიება ევროკავშირის პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ცენტრალურ გზას ვაკეთებთ. ასევე სოფლის მოედნის კეთილმოწყობა მოხდება. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ სოფლის შემდგომი განვითარებისათვის”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები