ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბი მოსახლეობას მეორადი ტანსაცმელს სთავაზობს.
ლელიანის მცხოვრები, ინგა ლოლაძე “რეგიონულ კვირას” ეუბნება, რომ მისი აზრით, ამგვარად, ოპოზიციური პარტია ამომრჩეველთა ხმების მოპოვებს ცდილობს.
” საკმაოდ ბევრი ხალხი მიდის ტანსაცმლის წამოსაღებად. რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნოდ, ხმების მისაღებადაა გათვლილი, აბა აქამდე რატომ არ დაურიგეს არაფერი ხალხს?! თუმცა მინდა ვთქვა, რომ ხალხის განწყობა არ შეცვლილა, “ღადაობენ” და სასაცილოდაც არ ყოფნით”,- აღნიშნა ინგა ლოლაძემ.