რუსთავში კორონავირუსი პირველკლასელს დაუდასტურდა – კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის
რუსავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი პირველი კლასის მოსწავლეა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მცირეწლოვანი სავარაუდოდ. მშობლისგან დაინფიცირდა.
“რუსთავში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 5 ადამიანს დაუდასტურდა და ყველა მათგანის კონტაქტები ამ დროისთვის, უკვე მოძებულია. რაც შეეხება პირველკლასელ მოსწავლეს, იგი დაინფიცირდა სავარაუდოდ, მშობლისგან. მისი თანაკლასელები გადადიან დისტანციურ სწავლებაზე 27 ბავშვი და ორი პედაგოგია ამ კლასში”, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 71 შემთხვევა გამოვლინდა.