ონში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ მერის წარმომადგენელმა ონში, ლევან შერაზადიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში ერთი კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა.
“ეპიდემიოლოგები მუშაობენ, კონტაქტები უკვე გამოკვლეულია, თვითიზოლაციაში 24 ადამიანი იმყოფება და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება“,- განაცხადა ლევან შერაზადიშვილი.
ინფიცირებულ პირს, უახლოეს საათებში, შესაბამის დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები