გურჯაანის ერთ-ერთი სკოლა მოსწავლის დაინფიცირების გამო, შესაძლოა ონლაინსწავლებაზე გადავიდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, მე-9 კლასელი ბიჭის დაინფიცირების გამო, შესაძლოა სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს. როგორც ” რეგიონულ კვირას ” გურჯაანის რესურსცენტრის უფროსმა განუცხადა, დაინფიცირებული მოსწავლის კლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან .
” სანამ არ ჩაუტარდებათ ტესტირება მეცხრე კლასის მოსწავლეებს და პასუხები არ გვეცოდინება, სკოლაში არ მოვლენ. ამ დროისთვის, სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება, თუმცა ზუსტი პასუხი სავარაუდოდ დღის ბოლომდე მეცოდინება”,- განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

რეგიონის მასშტაბით, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კახეთში, თვითიზოლაციაში 200 მოქალაქე რჩება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 28 -ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები