ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა
ბათუმში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ტიტე აროშიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია სწორედ ამის გამო შეაჩერა. თავად კანდიდატი რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მეზობელია, რადგან ბავშვს ამ ოჯახთან ჰქონდა შეხება.
„დროებით შევაჩერე საარჩევნო კამპანია, რადგან ჩემს შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი. ანალიზის პასუხი მივიღეთ 6 დღის წინ და მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში. ბავშვს სიცხე ჰქონდა 37 გრადუსი და ამიტომ გავუკეთეთ ტესტი. 3 დღეში ერთხელ ვიტარებდი ტესტირებას. გუშინაც უარყოფითი პასუხი მომივიდა და რომც დამიდასტურდეს, სახელობითი წრე ვიცი, ვისთანაც მქონდა საარჩევნო კამპანიის დროს შეხება“, – ამბობს ტიტე აროშიძე.
თვითიზოლაციაში იმყოფება კანდიდატის ოჯახის ყველა წევრი.