სამეგრელოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

“რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 176 ნიმუშის, ხოლო ქუთაისის ლაბორატორიაში 2 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან გვაქვს 10 დადებითი პასუხი”,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან ერთის გარდა, ყველა ადრე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.
ხოლო რაც შეეხება ერთ ახალ შემთხვევას, იგი ზესტააფონი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მძღოლია, რომელსაც გეგმიური შემოწმებისას დაუდგინდა ვირუსი.
“კორონავირუსის 10-დან 7 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათ შორის 3 არის ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 3 არის დარაჯის კლასტერის კონტაქტი, 1 არის მძღოლი კონტაქტი, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მათგან 1 შემთხვევა უკავშირდება მედპერსონალის კონტაქტს, 2 შემთხვევა კვლევის პროცესშია.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 180 მოქალაქეს. რაც შეეხება მძღოლს, იგი არის ზუგდიდი-ზესტაფონის მარშუტზე მომუშავე პირი, მცხოვრები ზესტაფონში. ამჟამად გადაყვანილია, იმერეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.მიმდინარეობს მისი კონტაქტების დადგენა”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
მალხაზ თორიას ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე მდებარე კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამი პაციენტი დედაქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს.
“რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს”,- განაცხადა თორიამ.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის დაკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 133 ადამიანი იმყოფება.
Aa

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები