ბოლნისში “ნაცმოძრაობის” წევრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბოლნისის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ლაშა ქველაძის და არიფ იუსუფოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ლაშა ქველაძის ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა განაცხადა, ქველაძე ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის თქმით, აპირებს სასამართლოს მიმართოს ქველაძის მიმართ არ განხორციელდეს აღკვეთი ღონისძიება.

“ დღეს იქნება განხილვა ლაშა ქველაძის მიმართ აღკვეთი თუ რა სახის ღონისძიება ექნება შეფარდებული, კერძოდ გირაო ან სხვა. მე რა თქმა უნდა შევდივარ საასამართლო შუამდგომლობით ლაშა ქველაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ. მეორეს მხრივ რადგან არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი.
ლაშა ქველაძე, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ბრალს, არ ეთანხმება სასამართლოს”,- განაცხადა დიანა მარტიაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ჩაიხანსთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე არიან დაკავებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები