კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა – აჭარაში ეპიდვითარება კვლავ რთულია

416 კოვიდინფიცირებული და ორი გარდაცვლილი – ასეთია გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში არსებული ეპიდსიტუაცია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ცენტრი ავტცელებს.
,,დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 416 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
80 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 23 სექტემბერს დიაგნოზით- COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილ პაციენტს, იგი 65 წლის ქალია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზით, COVID -19, პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია, შოკი, კომა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-გამაცხადა ნონა ეფაძემ
აჭარში კოვიდ კლინიკებში მკურნალობას 474 პაციენტი გადის, მათ შორისაა 16 არასრულწლივანი და 20 ოსრული.
რეანიმაციაში 24 პაციენტია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები