ქუთაისში კორონავირუსი 31-ე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა
ქუთაისში კორონავირუსი 31-ე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლება ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
დაინფიცირებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირების წყარო უცნობია.
დღეს იმერეთში კორნავირუსის 63 შემთხვევა გამოვლინდა.