მატანში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დანარჩენ სამ დაშავებულს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებები არ აღენიშნება და მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან.

” ჩევნთან შემოყვანილია ავარიის დროს დაშავებული 4 პირი, მათგან 2 არასრულწლოვანი. ერთი მათგანი, 8 წლის გოგონა გაიგზავნა თბილისში. ადგილზე რჩება 3 დაშავებული, 5 წლის ბავშვი, დედა და 18 წლის გოგონა. სამივეს ჩაუტარდა კვლევები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა მარიამ მრელაშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, სოფელ მატანში მოხდა, რის შედეგადაც 20 წლის ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე -6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები