3 ოქტომბერს ჩხოროწყუში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში გოგონებს შორის ჩატარდა
3 ოქტომბერს ჩხოროწყუში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში გოგონებს შორის ჩატარდა. ერთმანეთს ჩხოროწყუს ,,სამეგრელო” და ხაშურის ,, ივერია” შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს.
“3 ოქტომბერს ქ. ჩხოროწყუში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში გოგონებს შორის.
ერთმანეთს ჩხოროწყუს ,,სამეგრელო” და ხაშურის ,, ივერია” შეხვდა.
შეხვედრა ხაშურის ,, ივერიის” გუნდის გამარჯვებით დასრულდა.მასპინძელი გუნდი ანგარიში 2:5 დაამარცხეს.
1 გოლი ირმა ლომიძემ გაიტანა
1 გოლი ელენე ენჯიბაძემ გაიტანა.
1 გოლი ლალი გორგაძემ გაიტანა.
2 გოლი ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ბატონი თემურ კობერიძე.
ვულოცავთ მორიგ გამარჯვებას ხაშურის ,, ივერიის” გოგონათა გუნდს და წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ ასპარეზობებზე”, – ნათქვამია ხაშურის სპორტსკოლის ინფორმაციაში.