წალკაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

წალკში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მანანა მირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 5-დან ორი პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

“დღეს დადასტურდა წალკაში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა. აქედან სამი პირი აქამდე ინფიცირებულის კონტაქტია. რაც შეეხება ორ პაციენტს მათი ინფიცირების წყარო უცნობია, ერთი მათგანი დაცვის თანამშრომელია, ერთი კი საავადმყოფოს სანიტარია. ამ დროისთვის მოძიებულია მათი კონტაქტები და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში”, – განაცხადა მანანა მირაშვილმა.

ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 სექტემბერს დადასტურდა.
ჯამში, ვირუსული ინფექცია 7 პირს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები