თორსაში სამელიორაციო სამუშაოები გრძელდება
თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შლამისა და ნალექისგან არხის 11 კილომეტრამდე მონაკვეთი იწმინდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 980 000 ლარია. მოსახლეობის მიერ შეხვედრებზე დასმული პრობლემური საკითხი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვასთან დაკავშირებით გვარდება.
“სამელიორაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარინარიანობა გაუმჯობესდება და უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობის საცხოვრებელი ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაიტბორება. აღნიშნული არხი 1500 ჰა ფართის სასოფლო სავარგულებს დაიცავს დატბორვისაგან.
სასოფლო დანიშნულების სავარგულებს მოემსახურება. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია ნოემბერში დაასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთ რეგიონის უფროსთან თემურ გაბელაიასთან ერთად დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტში წელს სამელიორაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა საგვიჩიოში, ჭალადიდში, ზემო ქვალონში და გურიფულში. ნატანი მასისაგან გაიწმინდა არხები და კვალთაშორისი ორნატები.
სამელიორაციო სამუშაოების მეორე ეტაპი თორსის პარალელურად ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 5 მლნ ლარია.
სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს ის უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის განვითარებისთვისაც სახელმწიფოს არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა თუ პროგრამას ახორციელებს.
სახელმწიფოს დახმარებამ ჩვენი ფერმერებისა და გლეხებისათვის უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგები. გაზრდილია როგორც დამუშავებული ფართობის რაოდენობა, ისე მოსავალი და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლები”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.