ლაშა ქველაძის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ლაშა ქველაძეს წარუდგინეს ბრალი, რასაც იგი არ ეთანხმება და ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და ჩვენებას მისცემს სასამართლოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში მომხდარი ინციდენტში მონაწილე პირის ადვოკატმა, დიანა მარტიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს და სავარაუდოდ ის დისტანციურად გაიმართება.

“ახლახან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლაშა ქველაძეს წარუდგინეს ბრალი, რასაც იგი არ ეთანხმება და ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და ჩვენებას მისცემს სასამართლოს.
ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლს და 162-ე მუხლს.
ლაშას აღენიშნებოდა ტემპერატურა 37.5 და ამ წუთებში გადაიყვანეს კლინიკაში შესამოწმებლად პასუხის მოსვლის შემდეგ ან დატოვებენ კლინიკას ან გადაიყვანენ პირველადი დაკავების იზოლატორში.
აღკვეთი ღონისძიება ხვალ დღის პირველ ნახევარში მოხდება და არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს დისტანციურად”, – განაცხადა ლაშა ქველაძისადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები