ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“რეგიონული კვირის ” ინფორმაციით, მანქანაში 3 და-ძმა, მათგან ერთი არასრულწლოვანი და ერთი მათი ბიძაშვილი ისხდნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად უფროსი ძმა ადგილზე დაიღუპა, მცირეწლოვანი და 2 გოგო კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსის განმარტებით, ბავშვს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აღენიშნება.
შს სამინსიტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.