თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.