რუსთავში კორონავკრუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შეახებ “რეგიონულ კვირას” ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებულ 30 წლამდე ქალია.
“ინფიცირებუილი ქალი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მანამდე კოვიდინფექცია მის ნათესავს დაუდასტურდა. ქალის ტესტის პასუხი გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. პაციენტი ამ დროისთვის თბილისში კოვიდის მიმღებ ერთ-ერთ დაწესებულებაშია მოთავსებული”, – განაცხადა მაია რაზმაძემ.
ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 66 შემთხვევა გამოვლინდა.