იმერეთში კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ მზარდია

იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63 კი იმერეთში დაფიქსირდა.

„ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაშია 370 შემთხვევა დარეგისტრირდა გუშინ, თბილისში – 65, იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთში – 4 და კახეთში -1″,- აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები