სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, 3 ოქტომბერს ზუგდიდისა და სენაკის ლაბორატორიაში სულ 411 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, საიდანაც ვირუსზე 10 დადებითია.
თორიას თმით, კორონავირუსის ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან გამომდინარე, რეგიონში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
“რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 301 ნიმუშის, ხოლო სენაკის ლაბორატორიაში 110 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან გვაქვს 10 დადებითი პასუხი. აქედან 5 შემთხვევა ეკუთვნის ოკუპირებულ საბერიოს, 2 არის ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათგან ერთი არის ორი დღის წინ დადსტურებული დარაჯის კონტაქტი, მეორე კი რუხის მოსწავლის კონტაქტია (მისი ოჯახის წევრია). რაც შეეხება მეათე ინფიცირებულს ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, რომელიც ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
ბოლო მომაცემებით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 159 მოქალაქეს შეადგენს.
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 71 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 8-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 24 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 130 ადამიანი იმყოფება.