ზუგდიდში მაღაზიათა ქსელ ლიბრესთან მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, მაღაზია “ლიბრესთან” მამაკაცი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს მამაკაცი მარცხენა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდანაა დაჭრილი.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები