11 კოვიდინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება იმერეთში
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 11 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.
“დაგვემატა 11 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა – 4. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 63 პაციენტი, მათდგან 8 მძიმეა, ერთი კრიტიკულად მძიმე”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი ჯამში 123-მა პაციენტმა დაამარცხა.