ზუგდიდში ავტომობილი მოპედს შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა. დაშავებულია მოპედის მძღოლი. მედიკოსების განცხადებით, დაშავებული კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია, “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, უწყება დამატებით დეტალს მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები