ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მაღალი სიჩქარით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილთან მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარს შეეჯახა და გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგადა ასევე, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.