ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას კარდაკარ ხვდება

პარტია „ქართული ოცნების“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძლებს. ამჯერად, ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას კარდაკარის საშუალებით ხვდება.
დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ თელაში, კაბალსა და მაწიმში ამომრჩეველს საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა პირადად  გააცნო. ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას იმ პროექტებზეც ესაუბრა, რომელსაც სახელმწიფო სოფლის მხარდაჭრის ფარგლებში ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები