ამ წუთებში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტში კორონავირუსზე ტესტირებას იტარებს. ინფორმაციას ადასტრურებენ პარტიის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარშალომიძის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვირუსი დაუდასტურდა ლევან ვარშალომიძის თანაგუნდელს ლევან ანთაძესაც. როგორც თავად ანთაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა კოვიდინფექციაზე ტესტის დადებითი პასუხი გუშინ, 2 ოქტომბერს მიიღო. მანამდე კი 1 ოქტომბერს ვარშალომიძეც და ანთაძეც ხალხმრავალ შეკრებაზე “ნაცმოძრაობის” პარტიული სიის წარდგენაზე იმყოფებოდნენ.