ზაურ დარგალი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონის წინაშე ყველა თანასწორია

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას – ასე შეაფასა მარნეულის და გარდაბნის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულის ინციდენტის მონაწილეების დაკავება.

“ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების უმძიმესი შედეგი. ჩვენ დღეს დაკავებული გვყავს ორი მხარდამჭერი, თუმცა როგორც ნახეთ,  ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და თავისთავად გამოძება გრძელდება. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩერდება და აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებებს. როგორც ნახეთ.  დღეს დაკავებულია თემურ შუბითიძის ძმა და, როგორც სჩანს მეორე დღეს თემურ შუბითიძე, რომ იყო ნაცემი ეს იყო პოლიტიკური შურისძიება”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, მარნეულში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები