აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს. მათი განცხადებით, ინფიცირებული ბოლო 6 დღის განმავლობაში ტელევიზიაში არ ყოფილა. ამ დროისთვის, ის თავს კარგად გრძნობს და დაკვირვების ქვეშ კოვიდ-სასტუმროში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ეს ტელევიზიაში ინფიცირების მესამე შემთხვევაა. მანამდე ვირუსი დაუდასტურდა არხის ოპერატორს, უფრო ადრე კი სხვა თანამშრომელს, რის გამოც დროებით ტელევიზიამ მუშაობა შეაჩერა.