3 ოქტომბერი: ბათუმში კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით დღეს უკვე მეორე პაციენტი გარდაიცვალა. 66 წლის კაცი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. იგი სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში COVID -19, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომითა და ფილტვის შეშუპებით შეიყვანა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. მას ანამნეზში აღენიშნებოდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი. კლინიკის განცხადებით,   ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდა, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები