მარტვილში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
როგორც “რეგიონულ კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინფიცირებული შუახნის ქალბატონია, რომელიც ქუთაისის ერთერთ კლინიკაში სანიტრად მუშაობდა.
მარტვილში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით, სამეგრელოში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები